1756920719
უცხოეთი
„მიუღებელია, პუტინი ყველასთან თამაშს აგრძელებს“ - სიბიგა პუტინის შეთავაზებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზება, მოსკოვში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი არასერიოზულობაზე მიუთითებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის სამიტის მასპინძლობისთვის სულ მცირე შვიდი ქვეყანაა მზად.
„რუსეთ-უკრაინის სამიტის მასპინძლობისთვის, სულ მცირე, შვიდი ქვეყანაა მზად. ეს სერიოზული წინადადებებია და ასეთი შეხვედრებისთვის პრეზიდენტი ზელენსკი ნებისმიერ დროს მზადაა. თუმცა, პუტინი ყველასთან თამაშს აგრძელებს და მიუღებელ განცხადებებს აკეთებს“, - წერს ანდრეი სიბიგა.