Loading data...
მიწისძვრა ავღანეთში - დაიღუპა 10 ადამიანი, 260-მდე კი დაშავდა

ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, მიწისძვრას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 260-მდე კი დაშავდა. 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა. 

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, დაშავებულა და დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაციები.