Loading data...
მისისიპის პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - ბრალდებული დაკავებულია

მისისიპის შტატის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულია 24 წლის პირი, რომელმაც აშშ-ის სამხრეთ შტატის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი სროლების სერიის დროს ექვსი ადამიანი მოკლა.

ოლქის შერიფი ედი სკოტი აცხადებს, რომ ბრალდებული დაკავებულია და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

მკვლელობის მოტივი უცნობია. 

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.