Loading data...
„მისია არ შეწყვეტილა“ - ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელი გრენლანდიიდან გერმანელი სამხედროების დაბრუნებაზე

ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელი, გერმანიის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურის გრენლანდიიდან გერმანიაში დაბრუნებას გამოეხმაურა. 

„სადაზვერვო მისია წარმატებით ჩატარდა და ყველა კმაყოფილია. ახლა შეფასება უკვე გერმანიაში მოხდება“,- განაცხადა ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მისია არ შეწყვეტილა და „სადაზვერვო ამოცანები ბრძანების შესაბამისად სრულად შესრულდა“.

ბერლინში განმარტავენ, რომ მისიის მიზანი იყო გრენლანდიის უსაფრთხოების გაძლიერების გზების შესწავლა, შესაძლო საფრთხეების ფონზე, მათ შორის რუსეთის მხრიდან.