მინესოტას ფედერალური სასამართლოს მთავარი მოსამართლე საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელს სასამართლოს მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობაში ადანაშაულებს
„მოთმინება ამომეწურა“, - აცხადებს მინესოტას ფედერალური სასამართლოს მთავარი მოსამართლე პატრიკ შილცი და აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო, უზენაესი უწყების უპატივცემულობაში ადანაშაულებს. საქმის მასალებზე Reuters-მა იმუშავა.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, მინესოტას სასამართლო საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რაც საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა.
„სასამართლო უკიდურეს მოთმინებას იჩენდა მოპასუხეების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენი ბრძანებები არ შეასრულეს და ათასობით აგენტი გამოგზავნეს შტატში, ემიგრანტების შესაპყრობად“, - აღნიშნავს შილცი.
მისი განცხადებები პროტესტში მონაწილეთა უკმაყოფილებას მოჰყვა. მოქალაქეების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა „ემიგრანტების უფლებების დარღვევა და მძიმე რეპრესიების დასაწყისია“.
შეგახსენებთ, რომ მინესოტაში მასობრივი აქციები რენე გუდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების ოპერაციას, მალევე, მეორე მოქალაქის ალექს პრეტის დაღუპვაც მოჰყვა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი ამტკიცებს, რომ მომხდარი ფედერალური აგენტების წინააღმდეგ მიმართული „შიდა ტერორიზმის აქტია“.