Loading data...
მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფედერალურ აგენტს ორგანოების შინაგანი სისხლდენა დაუდასტურდა

აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფედერალურ აგენტს, რომელმაც გასულ კვირას, მინეაპოლისში რენე ნიკოლ გუდი მოკლა, ორგანოების ფარული სისხლდენა აღენიშნებოდა, რისი მიზეზიც გარდაცვლილის მიერ მისთვის მანქანის დაჯახება იყო. ინფორმაციას Fox News აქვეყნებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანმა კრისტი ნოემმა მანამდე განაცხადა, რომ აგენტი 7 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და იმ დღესვე გაწერეს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ გარდაცვლილი გუდის ქმედებები „შიდა ტერორიზმის“ აქტი იყო და აგენტმა თავდაცვის მიზნით იმოქმედა. 

ხელისუფლების ცნობით, ნიკოლ გუდი იმ დღეს ფედერალურ ოფიცრებს ავიწროებდა. მათ მანქანით მისდევდა და სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლას ცდილობდა.