მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა
მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად, 7 თებერვალს გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მედიის ცნობით, მომიტინგეები ქუჩებში მილან კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გარემოზე ზემოქმედებას აპროტესტებდნენ. მათი პროტესტი ნაწილობრივ ასევე მიმართული იყო თამაშებზე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების დასწრების წინააღმდეგ. ICE-ის ოფიცრებს დაევალათ ოფიციალური პირების, მათ შორის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს დაცვა.
მსვლელობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მომიტინგეთა უფრო დიდი, მშვიდობიანი ჯგუფი წავიდა, მცირე ჯგუფს პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირება მოუვიდა.
პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.