1794687260
უცხოეთი
მილანში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციაზე ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი ლოზუნგები
იტალიის ქალაქ მილანში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია მოძრაობა „იტალია მოედანზე“ (Italia in Piazza) ორგანიზებით ჩატარდა და მშვიდობიანად, ინციდენტების გარეშე დასრულდა.
დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ცხოვრების გაძვირებას, სოციალურ სიდუხჭირეს, სამხედრო გადაიარაღებასა და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკას.
მსვლელობაზე, ასევე, ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი ლოზუნგები. აქციაზე ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „შევაჩეროთ გენოციდი“.
აქციის გამო მილანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.