Loading data...
მილანში ახალი წლიდან ღია ცის ქვეშ საჯარო ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება

მილანში, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც საჯარო ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება.

როგორც მედიასაშუალება წერს, ეს ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ წახალისების ნაწილია.

მილანში უკვე აკრძალულია თამბაქოს მოხმარება ისეთ ადგილას, მაგალითად როგორიც არის ავტობუსის გაჩერებები. 

უფრო კონკრეტულად კი, თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნება ყველა საჯარო ადგილას, როგორიცაა ქუჩები, პარკები და სპორტული ობიექტები. 

აკრძალვა არ ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტზე.