Loading data...
მიხაილო პოდოლიაკი: 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრული არ არის, სიტუაცია არაპროგნოზირებადი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. ამის შესახებ პოდოლიაკმა Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრული არ არის. სიტუაცია იქნება არაპროგნოზირებადი. შეუძლებელია სამხედრო მდგომარეობისა და ქვეყნის დასაცავად პროცედურების მოხსნა ასეთ მოკლე დროში,“ - აცხადებს პოდოლიაკი. 

ამასთან, პოდოლიაკის განმარტებით,  არჩევნები ამ ეტაპზე ვერ ჩატარდება , რადგან ჯერჯერობით შეუძლებელია საარჩევნო უბნების და საარჩევნო კამპანიის უსაფრთხოების გარანტია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იქნება, თუ მოლაპარაკებები დაიწყება სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.