Loading data...
მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - დაღუპულთა რიცხვი 1700-მდე გაიზარდა

მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1700-მდე ადამიანი. 3 400-მდე დაშავდა, 300-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც მედიასაშუალება წერს, სტიქიას მეზობელ ტაილანდშიც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 18-მდე ადამიანი, ხოლო 78 დაკარგულად მიიჩნევა.