1743228853
უცხოეთი
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა.
მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კიდევ 30 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
როგორც მედია წერს, ასევე, დაზარალდა მეზობლად მდებარე ტაილანდი, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა,7 დაშავდა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა.
მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს.