1766725560
უცხოეთი
მეწყერი და წყალდიდობა კალიფორნიაში - არიან დაღუპულები
აშშ-ის კალიფორნიის შტატში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო, დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც. მოქალაქეების ნაწილი შტორმის დროს საკუთარ მანქანებში ბლოკირებული აღმოჩნდა და მათი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს. სტიქიის გამო 10 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კალიფორნიის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.