Loading data...
მეთიუ უიტაკერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიების საკითხი რჩება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიების საკითხი რჩება. ომის დასასრულებლად ორი ქვეყანა ამაზე უნდა შეთანხმდეს, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა მოიძებნოს ისეთი პირობები, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და რომლებზეც რუსეთი დათანხმდება.

„როგორც სტივ უიტკოფმა (აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა) რამდენიმე კვირის წინ თქვა, ყველაფერი ერთ პრობლემამდე, კერძოდ, ტერიტორიებამდე დაიყვანება. თუმცა, ეს ყველაზე რთული პრობლემა იქნება. ამიტომ, ჩვენ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა უიტეკერმა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუმცა დასძინა, რომ „ეს ძალიან რთული საკითხია“.

„ჟენევაში პროდუქტიულ მოლაპარაკებებს უნდა ველოდოთ. თუმცა, ცხადია, ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რომლითაც ისინი ამ ომის დასრულებაზე შეთანხმდებიან“, - დასძინა მან.