Loading data...
მეთიუ უიტაკერი: ჩინეთს შეუძლია დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ ჩინეთი გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში.

ელჩის აზრით, ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულება ვლადიმერ პუტინთან ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია.

აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი „სრულად არის მხარდაჭერილი ჩინეთის მიერ“.

„ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმირ პუტინს და უკვე ხვალ დაასრულოს ეს ომი, თუ შეწყვეტს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაყიდვას“, – განაცხადა უიტაკერმა.

მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია, შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაც.