Loading data...
Meta დაახლოებით 8000 თანამშრომელს გაათავისუფლებს - Bloomberg

კომპანია Meta Platforms-მა თანამშრომლებს აცნობა, რომ დაახლოებით 8000 ადამიანის შემცირებას გეგმავს,  კიდევ 7000 თანამშრომელს უფრო მცირე გუნდებში გადაიყვანენ — ახალ პოზიციებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, საუბარია ზომებზე, რომლებიც ფართომასშტაბიანი რეორგანიზაციის ნაწილია და მოიცავს შტატის დაგეგმილ შემცირებას.

თანამშრომლები გადავლენ რამდენიმე ახალი ჯგუფიდან ერთ-ერთში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროდუქტებზე არიან ორიენტირებულნი.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ახალი კორპორატიული სტრუქტურა უფრო მცირე გუნდებს მოიცავს, რაც კომპანიას უფრო პროდუქტიულს გახდის.

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ხელოვნური ინტელექტი  კომპანიის მთავარ პრიორიტეტად აქცია და გუნდები და რესურსები ახალ ტექნოლოგიებთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობისკენ გადაამისამართა.

ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესების ძალისხმევა Meta-ს სამომხმარებლო პროდუქტებისა და ცუკერბერგის ხედვის ცენტრალურ ადგილს იკავებს.