მეტ გეცმა, რომელიც დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე დაასახელა, თანამდებობაზე უარი თქვა
კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ მომავალ გენერალურ პროკურორად წარადგინა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამ თანამდებობაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, აღნიშნულ თანამდებობაზე მეტ გეცის დასახელებას კრიტიკა მოჰყვა, რადგან აშშ-ის პროკურატურა წლების განმავლობაში, გეცის მიერ, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებს იძიებდა.
„გუშინ, სენატორებთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ვაფასებ მათ გააზრებულ გამოხმაურებას და ამდენი ადამიანის დაუჯერებელ მხარდაჭერას. მიუხედავად ამ ძლიერი ბიძგისა, აშკარაა, რომ ჩემმა დამტკიცებამ უსამართლოდ შეუშალა ხელი ტრამპი/ვანსზე (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვანსი) ძალაუფლების გადასვლის მნიშვნელოვან სამუშაო პროცესს.
ვაშინგტონში უაზროდ გაჭიანურებულ შეხლა-შემოხლაზე დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ, ვხსნი ჩემს კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განხილვიდან“, - წერს მეტ გეცი.
I had excellent meetings with Senators yesterday. I appreciate their thoughtful feedback - and the incredible support of so many. While the momentum was strong, it is clear that my confirmation was unfairly becoming a distraction to the critical work of the Trump/Vance…
— Matt Gaetz (@mattgaetz) November 21, 2024