Loading data...
მერცმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპას არ აქვს საკმარისი გავლენა, რათა რუსეთი აიძულოს უკრაინაში ომი დაასრულოს - Bloomberg

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ ევროპას არ აქვს საკმარისი გავლენა, რათა რუსეთი აიძულოს უკრაინაში ომი დაასრულოს. კანცლერის განცხადებას Bloomberg-ი ციტირებს. 

მერცმა განაცხადა, რომ ევროპა ახლა „ვერ ახერხებს საკმარისი ზეწოლის განხორციელებას“ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე.

„ჩვენ შეერთებული შტატების დახმარებაზე ვართ დამოკიდებული“, - აცხადებს მერცი. 

ამავდროულად, გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთთან ახალ პარტნიორულ კავშირებს აყალიბებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია.