მერცმა ევროკავშირს მოუწოდა, ორბანის ვეტოს გვერდის ავლით უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოუყოს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ განბლოკოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, ცალკეული ქვეყნების პოზიციების მიუხედავად. ამის შესახებ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება DW.
თავის გამოსვლაში კანცლერმა ნათლად განაცხადა, რომ ერთი ქვეყნის [უნგრეთის] მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვამ ევროკავშირის პოლიტიკა არ უნდა შეაფერხოს.
„ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროკავშირის თუნდაც ერთ ქვეყანასაც კი, რომელიც ახლა შიდა პოლიტიკური მიზეზებისა და საარჩევნო კამპანიის გამო ევროპაში ამ ბლოკადას ქმნის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამგვარად, მერცმა მიანიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთის პოზიციაზე, დაბლოკოს უკრაინისთვის ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცება. პროცესის შეფერხებაში სლოვაკეთიც მონაწილეობს.
ამავდროულად, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.