1747850993
უცხოეთი
მერცის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდება“, - განაცხადა მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ შესაძლებელი იქნება კონფლიქტის მხარეების ვატიკანში კონსტრუქციული დისკუსიისთვის შეკრება. ამასთან, ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საუბრისას მერცმა პაპის პოტენციურ შუამავლობას „უკანასკნელი მიწიერი ავტორიტეტი“ უწოდა.
გარდა ამისა, კანცლერმა ხაზი გაუსვა გერმანიის „აქტიური, მხარდამჭერი და ძლიერი“ როლის მნიშვნელობას სამშვიდობო ძალისხმევაში.