Loading data...
მერცი: უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ ომს ევროპისთვის ერთი დადებითი ეფექტი აქვს

უკრაინაში ომმა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში უპრეცედენტო ნახტომი გამოიწვია, რომლის ტემპის შენარჩუნება მშვიდობიან დროს შეუძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა აიძულა მსოფლიო სამხედრო ტექნოლოგიები განევითარებინა ისეთი ტემპით, რაც მშვიდობიან დროს შეუძლებელი იქნებოდა.

მან აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება ქვეყნებს თავდაცვის პრობლემების დამოუკიდებლად გადასაჭრელად მომზადებაში ეხმარება.

„ჩვენ ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ამ ომის გარეშე ეს არ მოხდებოდა. და ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა და საშინელი ტკივილისა, ასევე, დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, - განაცხადა კანცლერმა.