Loading data...
მერცი: პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, კრემლმა ნატოს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მისი თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს.

„რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერი იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება ქმედება იყო.

„რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის“, - აცხადებს მერცი.

მისი თქმით, შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპაში ნატოს საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა, ნატოს საჰაერო თავდაცვა, მუშაობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე კარგად, როგორც უნდა ემუშავა, რათა ადრეულ ეტაპზე თავიდან აეცილებინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამდენი დრონის შეღწევა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.