Loading data...
მერცი მოსკოვში ფიცოს ვიზიტზე: ძალიან ვწუხვარ ამის გამო, ჩვენ მასთან მოსკოვში გატარებული ამ დღის შესახებ ვისაუბრებთ

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სინანული გამოთქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების გამო, 9 მაისს მოსკოვში ჩასულიყო. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანცლერს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ლიდერს შეხვდა.

„რობერტ ფიცომ იცის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ძალიან ვწუხვარ ამის გამო [მისი ვიზიტის გამო]. ჩვენ მასთან მოსკოვში გატარებული ამ დღის შესახებ ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ აქ, სტოკჰოლმში, ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ეს კი ცოტა განსხვავებული რამაა“, - აღნიშნა მერცმა.