Loading data...
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ

კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, რომლებმაც ჩვენგან თავშესაფარი მიიღეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა.

მან, ასევე, სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც კაცების ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვას ეხება. 

„და ჩვენ გვსურს ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლის შეზღუდვის თაობაზე. ეს აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რათა უკრაინულ საზოგადოებაში იყოს ერთიანობა. ასევე, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უკრაინის რეალური აღდგენა. და ჩვენ ვხედავთ ხელშესახებ პროგრესს ამაში ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მერცი.