1752052758
უცხოეთი
მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური საშუალებები ამოიწურა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური საშუალებები ამოიწურა.
გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი მასშტაბური შეტევის გამო.
მისი თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
„რუსეთის მთავრობა არის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც სამხედრო ძალას იყენებს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთელი ქვეყნის არსებობა. რუსეთის მიზანია უკრაინის განადგურება. გერმანიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.