Loading data...
მერცი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ომი პუტინის პირობებით დასრულდება, ის შემდეგი სამიზნის ძებნას დაიწყებს

თუ უკრაინაში ომი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პირობებით დასრულდება, ეს მას მხოლოდ „შემდეგი სამიზნის ძებნისკენ“ წაახალისებს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში, იუწყება Bild-ი. 

„პუტინი დიდი ხანია, საზღვრებს ცდის. ის საბოტაჟს ახორციელებს, ჯაშუშობს, კლავს და საფრთხის შექმნას ცდილობს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, რუსეთის მმართველის ეს აქტივობა ბოლო დროს გერმანიაში აშკარა გახდა და აღნიშნა, რომ რუსეთი განზრახ ცდილობს გერმანული საზოგადოების დესტაბილიზაციას.

„მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ გერმანიამ უნდა გააძლიეროს თავისი მდგრადობა და თავდაცვისუნარიანობა.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოპონენტები შემდგომი აგრესიისგან შევაკავოთ და ამავდროულად, მოკავშირეები და პარტნიორები დაახლოვდნენ“.