Loading data...
მერცი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელი იქნება, ვიდრე მას ომისთვის რესურსები აქვს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელი იქნება, ვიდრე მას ომის წარმოების რესურსები აქვს.

კანცლერმა კრემლის ხელმძღვანელს „ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავე“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვერ ხედავს პუტინის ნდობის მიზეზს“.

მისი შეფასებით, რუსეთის ლიდერი ამჟამად ვერ ხედავს მიზეზს, რომ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, ან სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან.

„ამის საფუძველი უნდა შევქმნათ. სამხედრო თვალსაზრისით ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ეკონომიკურად შესაძლებელია... ვგულისხმობ ეკონომიკურ გამოფიტვას, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, ასეთი ზომები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, მაღალ ტარიფებს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც რუსეთთან აქტიურად ვაჭრობენ.