Loading data...
მერცი 3 მარტს ვაშინგტონს ეწვევა და ტრამპთან „ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხვალ, 3 მარტს, ვაშინგტონს ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად „ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავს. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. 

„სამშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებ. მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და უფრო ფართო რეგიონში. ახლა არ არის ჩვენი მოკავშირეებისთვის ლექციების წაკითხვის დრო, არამედ ერთიანობის დროა“, - დაწერა მერცმა.