1784305114
უცხოეთი
მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სადაც შენობები შეარყია.
ხელისუფლებას ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მექსიკის ქალაქ პუერტო მადეროსთან ახლოს იყო.
მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ის ცუნამის გაფრთხილების სისტემამ განაცხადა, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში მდებარე სანაპიროებზე, შესაძლოა, ცუნამის წარმოიშვას.