მემარჯვენე პოლიტიკოსმა პოლონეთში პარტია დატოვა ტრანსგენდერ მოდელთან ურთიერთობების გამო

პოლონეთში მემარჯვენე პარტიის, „კონფედერაციის“ წევრმა დავიდ შოსტაკმა ტრანსგენდერ მოდელთან ურთიერთობების გამო პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
მოდელმა მიხალინა მანიოსმა, რომელიც კაცის სხეულში დაიბადა, ახალგაზრდობაში სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მოგვიანებით ტოპ-მოდელი საჯარო სივრციდან გაქრა და ფილოლოგიით, ფსიქოლოგიითა და სექსოლოგიით დაკავდა. პოლიტიკოსმა და მოდელმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნეს და აღიარეს, რომ ისინი „ღრმა ემოციურმა სიახლოვემ დააკავშირა“.
შოსტაკის თქმით, ის არის კათოლიკე, პოლონელი და პატრიოტი, მაგრამ ამბობს, რომ რწმენა და ტრადიციები მომავალში ეკლესიაში ტრანსგენდერ ქალთან ქორწილის გადახდაში ხელს არ შეუშლის.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მან პოლიტიკური ცხოვრება პირადი ცხოვრების გამო დატოვა, რადგანაც „ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეოლოგიური იარლიყები“.