Loading data...
მელანია ტრამპი თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლებს

„აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას ხუთშაბათს უმასპინძლებს“, - ინფორმაციას Sky News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში პირადად შეკრებს რუსეთისა და უკრაინის, აქტიურ ომში მყოფი ორი ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს მოვლენა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებულ მომენტს წარმოადგენს“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მელანია ტრამპი ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის, მანამდე მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 27 ოქტომბერს ამოქმედდა.