მელანია ტრამპი ჯეფრი ეპსტინთან კავშირს უარყოფს - „მე არასდროს მქონია ურთიერთობა მასთან“
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპსტინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები მას ჩირქს სცხებს.
„სიცრუე, რომელიც მაკავშირებს სამარცხვინო ჯეფრი ეპსტინთან, დღესვე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლემ თეთრი სახლიდან მიმართვისას.
მან განაცხადა, რომ არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ეპსტინთან ან მის თანამზრახველთან გილეინ მაქსველთან, რომელთანაც, მისივე თქმით, მხოლოდ ზედაპირული მიმოწერა ჰქონდა.
„მე არასოდეს ვყოფილვარ ეპსტინის მეგობარი. მე და დონალდს დროდადრო ეპსტინის მსგავსად ერთსა და იმავე წვეულებებზე გვეპატიჟებოდნენ, რადგან ნიუ-იორკში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა მან. „სრული სიცხადისთვის - მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპსტინთან ან მის თანამზრახველ მაქსველთან“.
„მე არ ვარ ეპსტინის მსხვერპლი“, - ხაზგასმით აღნიშნა მელანია ტრამპმა.
მან მოუწოდა კონგრესს, მოაწყოს საჯარო მოსმენა ეპსტინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის, სადაც ყურადღების ცენტრში გადარჩენილები იქნებიან.