Loading data...
მექსიკის პრეზიდენტი: ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია

პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, მექსიკა იღებს ვალდებულებებს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„ჩვენ რამდენიმე შეთანხმებას მივაღწიეთ: მექსიკა ჩრდილოეთის საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა, განსაკუთრებით ფენტანილი, შეაჩეროს“, - წერს კლაუდია შეინბაუმი.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, აშშ მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.

„დღეს ჩვენი გუნდები მუშაობას ორ სფეროში დაიწყებენ: უსაფრთხოება და ვაჭრობა“, - აღნიშნავს მექსიკის პრეზიდენტი.