მექსიკის პრეზიდენტი: ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს მექსიკასა და აშშ-ში
დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს ორივე ქვეყანაში, მექსიკასა და აშშ-ში, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
როგორც შეინბაუმმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს სატელეფონო საუბარს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და წერილის გაგზავნას კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოს.
მისი თქმით, საბაჟო გადასახადები მძიმედ იმოქმედებს აშშ-ის ავტომობილების მწარმოებლებზე, რომლებსაც საწარმოები მექსიკაში აქვთ, მაგალითად, General Motors-სა და Ford-ზე.
მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მექსიკაში კრიმინალური ჯგუფები კვლავ იღებდნენ იარაღს აშშ-დან და დასძინა, რომ რეგიონის საერთო გამოწვევები მოითხოვს თანამშრომლობას, დიალოგს და ურთიერთგაგებას.
„საბაჟო გადასახადები დააზარალებს ორივე ქვეყანას. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. ჩვენ ვიყურებით არა მხოლოდ ჩრდილოეთისკენ, არამედ სამხრეთისკენ და ევროპის კონტინენტისკენ. მექსიკა ძლიერია და ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით“, - განაცხადა შეინბაუმმა.