Loading data...
მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-სთან გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 90 დღეს გამოვიყენებთ

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დადებითად შეაფასა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბარი და აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ მისი ქვეყნისთვის გაზრდილი ტარიფების დაწესების 90 დღით გადავადებას შეთანხმების მისაღწევად გამოიყენებენ. 

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. თავიდან ავიცილეთ ხვალისთვის გამოცხადებული ტარიფების გაზრდა და 90 დღე მოვიგეთ დიალოგის გზით გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად“, - დაწერა მან X-ზე. 

ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის გაზრდილი ტარიფების დაწესების ვადა 90 დღით გაახანგრძლივა.