Loading data...
მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში არჩევნების პირველადი შედეგებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „მემარცხენეები“ ლიდერობენ

გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი პროგნოზით, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერობს; ბერლინში კი, წინასწარი შეფასებით, პირველ ადგილზე „მემარცხენეები“ არიან. ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით იუწყება.

წინასწარი შედეგებით, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD ხმების 37%-ს იღებს, ხოლო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 35,5%-ს. მათ მოჰყვებიან „მემარცხენეები“ 7.5%-ით, „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 5,5-5,5%-ით.

ბერლინში, პირველადი პროგნოზებით, „მემარცხენე“ პარტია ხმათა უმრავლესობას - 24.5%-ს იღებს. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, შემდეგ მოდის AfD 16%-ით, „მწვანეები“ 15%-ით და სოციალ-დემოკრატიული პარტია 12%-ით.