Loading data...
მექაში სიცხისგან 6 მომლოცველი დაიღუპა

მექაში სიცხისგან 6 მომლოცველი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს

საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აფრთხილებდნენ მომლოცველებს, რომ წლიური შეკრების დროს ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 48 გრადუს.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ექვსივე გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა.

მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც, მათ გარდა, კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.

ჰაჯი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური შეკრება და ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება საუდის არაბეთში.