Loading data...
„მეგობრებთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია, მათ შორის მშვიდობაც, გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო“ - ორბანი ტრამპს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა სოციალურ ქსელში გააზიარა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია. მათ შორის მშვიდობაც. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!“ - წერს ორბანი.