მეფე ჩარლზ III ვატიკანში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ისტორიული ვიზიტით ვატიკანში ჩავიდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავს ანგლიკანურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.
ჩარლზი, რომელიც ინგლისის ეკლესიის ნომინალური მეთაურია, კამილასთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა, საიდანაც უსაფრთხოების ძალებმა თითქმის მთლიანად გაიყვანეს ხალხი. მეფემ და დედოფალმა აუდიენცია გამართეს პაპ ლეო XIV-თან, რაც მათი პირველი შეხვედრა იყო მაისში მისი არჩევის შემდეგ.
ვიზიტი შუადღისას სიქსტეს კაპელაში ერთობლივი ლოცვით დასრულდა - რეფორმაციის შემდეგ პირველად, როდესაც ორი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურები ერთად ლოცვისთვის შეიკრიბნენ. ამგვარად, მეფე გახდება ინგლისის ეკლესიის პირველი მეთაური, რომელმაც საჯაროდ ილოცა პაპთან ერთად, რითაც სიმბოლურად აჩვენა ერთობა კათოლიკურ ეკლესიასთან.
რომში ყოფნისას, სავარაუდოდ, ჩარლზი ოფიციალურად მიიღებს თავის ახალ ტიტულსა და ჯილდოს წმინდა პავლეს ბაზილიკაში.