1741191554
უცხოეთი
მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა.
„შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვები მოუშალა“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ზელენსკიმ თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი თეთრ სახლში ვიზიტის დროს გააღიზიანა და ამერიკელებმა მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტს, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის კამათი მოხდა.