1771505630
უცხოეთი
მედვედევი - ზელენსკი რაც უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, უკრაინა მით უფრო პატარა გახდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „სასარგებლო იდიოტი“ უწოდა.
„ის {ზელენსკი} ზედმეტად ღელავს ხელისუფლებაში დარჩენის გამო. ის შეერთებული შტატებისთვის „სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებს და რაც უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უფრო შემცირდება უკრაინის ტერიტორია“, - განაცხადა მედვედევმა.