Loading data...
მედვედევი: ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს“ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას

„ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს“ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს. 

„ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!“ - აღნიშნავს მედვედევი. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა რუსეთის პრეზიდენტს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ წარმატებით გამოცდის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

კარაკაევის თქმით, გაშვება წარმატებით დასრულდა და დასახული მიზნები სრულად შესრულდა.