Loading data...
მედვედევი: თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ „რეპარაციის სახით“ მოუწიოთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, რუსეთსა და ევროპას შორის ომით იმუქრება, თუ ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ სახით გამოიყენონ.

„მსგავს ქმედებას შეიძლება განსაკუთრებული სახის casus belli-ს კვალიფიკაცია მიენიჭოს, რასაც ბრიუსელისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მსგავს შემთხვევაში, ამ თანხების დაბრუნება შეიძლება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ რუსეთის დამარცხებული მტრების მიერ „რეპარაციის სახით“ მოხდეს“, - აცხადებს მედვედევი.