მედვედევი: რუსოფობიის საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია

„ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიის მწვავე ფორმით დაავადდა, საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიით მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია. ტრადიციული მედიკამენტები, ზოგადად, არაეფექტურია. საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა „კალიბრი“, „ონიქსი“, „ისკანდერი“ და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი „ორეშნიკი“, - აღნიშნავს მედვედევი.
როგორც მედვედევი წერს, რუსოფობიის მანიაკალურ სტადიას ახასიათებს მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ძლიერ ადამიანებზე თავდასხმის სურვილი.
„მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა მედვედევმა.