Loading data...
მედვედევი: რუსეთი ევროპაში გაყინულ აქტივებს „მიწით დაიბრუნებს“

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში გაყინულ აქტივებს „მიწით დაიბრუნებს“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.

„ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს აქტივების დასაბრუნებლად. დავიბრუნოთ მიტაცებული ნატურალური ფორმით. ანუ, „უკრაინული მიწით“ და სხვა მოძრავი, თუ უძრავი ქონებით, რომელიც ამ მიწაზე მდებარეობს“, - წერს მედვედევი.

მედვედევმა, ასევე, განმარტა, რომ ის არ გულისხმობდა დონბასისა და ნოვოროსიის მიწებს, რომლებიც ისედაც „რუსეთის საკუთრებაა“.

„ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს. შედეგები? ბრიტანეთმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და რუსეთმა, როგორც იურისტები ამბობენ, მიიღო უფლება, მოითხოვოს ეს მისგან და ამჟამინდელი უკრაინელი ბანდერელებისგან“, - აღნიშნა მედვედევმა.

თუმცა, როგორც მედვედევმა აღნიშნა, ამ თანხების სამართლებრივი პროცედურებით დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ამიტომ რუსეთს „ძვირფასი ნივთების დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა აქვს“.

„რუსეთის სახსრების ან მათგან მიღებული შემოსავლების უკანონო მიტაცება უნდა გადაკონვერტირდეს დამატებით ტერიტორიებში ან ქვეყანა 404-ის სხვა ქონებაში. ან ბრიტანეთის გვირგვინის ფასეულობების ამოღებით. ეს ფასეულობები საკმარისადაა სხვადასხვა ადგილში, მათ შორის რუსეთშიც“, - აღნიშნავს მედვედევი.