Loading data...
მედვედევი: ხელისუფლებაში მყოფ ევროპელ იდიოტებს ჯერ კიდევ სურთ ომი ევროპაში, რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატოს ჯარებს არ დათანხმდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გადაღებულია ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, რომელშიც ევროპის ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ჯარები განალაგონ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის დიდი ხნის პოზიცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს არცერთი წევრი ქვეყნის ჯარების განლაგებას არ დაუშავებს. 

„ხელისუფლებაში მყოფ ევროპელ იდიოტებს ჯერ კიდევ სურთ ომი ევროპაში. ეს ათასჯერ ითქვა: რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატოს ჯარებს არ დათანხმდება, მაგრამ მიკრონი [მაკრონი] ამ საბრალო სისულელეებს კვლავ ავრცელებს. აბა, მოდით. ამას მიიღებთ“, - წერს მედვედევი.

მედვედევმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც გუშინ, ლვოვის ოლქზე „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის კადრები ჩანს.