მედვედევი: იმედი მაქვს, რუსეთი არასდროს გაიმეორებს ბოლშევიკების 1917 წლის შეცდომას, ფინეთმა თავისი ამაზრზენი რუსოფობიისთვის პასუხი უნდა აგოს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ფინეთის დამოუკიდებლობა ბოლშევიკების შეცდომად შეაფასა და ქვეყანას რუსოფობიის გამო დაემუქრა.
მედვედევი ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რუსეთთან ურთიერთობები სამუდამოდ შეიცვალა.
„ვიღაც ბიჭი, სახელად სტუბი, ამბობს, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სამუდამოდ შეიცვალა. ვეთანხმები. მეც ასე ვიმედოვნებ. იმედი მაქვს, რუსეთი არასდროს გაიმეორებს ბოლშევიკების 1917 წლის შეცდომას. ფინეთმა თავისი ამაზრზენი რუსოფობიისთვის უნდა გადაიხადოს. სინამდვილეში, ის უკვე იხდის - სტუბი ამბობს და მოქალაქეები იხდიან ანგარიშს“, - წერს მედვედევი X-ზე.
Some guy called Stubb says Finland’s relations with Russia have changed forever. Agreed. I hope so too. I hope Russia never repeats the Bolsheviks’ 1917 blunder. Finland’s got to pay for its vile Russophobia. In fact, it’s already paying — Stubb talks, and citizens foot the bill.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) January 2, 2026