Loading data...
მედვედევი: ალასკაში ორივე მხარემ მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა

ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გააცნო აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების პირობები, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.

როგორც მედვედევი აღნიშნავს, ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მომავალი შედეგის მიღწევაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპას დააკისრა.

„შეხვედრა ალასკაში. პირველი შედეგები.

1. აღდგენილია რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. სიმშვიდე, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე.

2. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გააცნო აშშ-ის პრეზიდენტს ჩვენი პირობები უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთვის.

3. თითქმის სამსაათიანი საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის ესკალაციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

4. მნიშვნელოვანი: შეხვედრამ დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინაპირობების გარეშე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად.

5. მთავარი: ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა“, – წერს დიმიტრი მედვედევი