Loading data...
მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს, სავარაუდოდ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს ეწვევიან. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა ალექს რაუფოგლუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, გეგმების შესახებ ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ. დედაქალაქში ისინი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 24 აგვისტოს აღნიშნავს.