Loading data...
მედიის ცნობით, რუმინეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

რუმინეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ჩამოვარდნილი დრონი 12 სექტემბერს, შუადღისას სუჩავას ოლქის ბოტოშენიცა მარეს რაიონში, სიმინდის ყანაში იპოვეს.

დრონის ზედაპირთან შეჯახებამ მცირე ხანძარი გამოიწვია.

მანამდე, ხელისუფლებამ სუჩავას ოლქში RO-Alert შეტყობინება გააგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ დრონის არსებობის შესახებ განაცხადეს.

„რუმინეთის საჰაერო ძალების ორი F-16 თვითმფრინავი 86-ე საჰაერო ბაზიდან სიტუაციის მონიტორინგის მიზნით აფრინდა“, – იტყობინება რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.